მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს.  მისი თქმით, უცხოეთში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ჯანმრთელია და შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს.

“უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, თუ როგორ არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: ჩავიტარე დამატებითი სამედიცინო კვლევები და ბედნიერი ვარ, რომ შედეგები არის კარგი. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები სამუშაო რეჟიმს და ერთად გავაკეთებთ ყველა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება თბილისს,”-აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

თბილისის მერი გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის.

დატოვეთ კომენტარი