ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რუსტემ საიმონოვი – ხვიჩას არავინ დათმობს

ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება ალბათ ძალიან გაუჭირდება. ქართველმა ტალანტმა სანაკრებო მატჩები უმაღლეს დონეზე ითამაშა და კლუბში დაბრუნებულმაც თავის გუნდს „სოჭთან“ არაჩვეულებრივი გოლით მოაგებინა.

რუსმა ჟურნალისტმა ნობელ არუსტიმიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი ერთბაშად სამი იტალიური გრანდი – „მილანი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსია“ დაინტერესებული.

ყაზანის ”რუბინის” გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამ ამბავს გამოეხმაურა და შემდეგი კომენტარი გააკეთა.

კლუბს ჯერ არავინ დაკავშირებია. ნობელ არუსტიმიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაწვრილებით ვერაფერს მოგახსენებთ. 

რა თქმა უნდა, ძალიან გვსურს ხვიჩას შენარჩუნება, მაგრამ თუ ევროპული გრანდები სერიოზულ დაინტერესებას გამოხატავენ მაშინ ვერაფერს გავაწყობთ და მოლაპარაკებების დაწყება მოგვიწევს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ კვარაცხელიას დათმობას არ ვაპირებთ, თუმცა ღირსეული წინადადების შემთხვევაში ტრანსფერზე დავთანხმდებით. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან კონკრეტული არაფერია და საკითხის განხილვაც ნაადრევია“ – აღნიშნავს „რუბინის“ გენერალური დირექტორი.

მთავარი

დატოვეთ კომენტარი