მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები იზრდება და ქვეყანა პიკში დაახლოებით თვის ბოლოსკენ შევა.

გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ეპიდვითარება ქვეყანაში თანდათან უარესდება, რასაც ხაზს ვუსვამთ ხოლმე, დაახლოებით ის პროცესები მიდის, რაც მიდიოდა ოქტომბრის პირველ ნახევარში და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით, თუ არა ეპიდსიტუაცია პირდაპირ გეტყვით, რომ გაუარესდება და ჩვენ სადღაც პიკში შევალთ აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისში.

ახლა შევდივართ თბილ პერიოდში ამინდების მიხედვით და ამიტომ მგონია, რომ ისეთი არ უნდა იყოს, როგორც მეორე ტალღა იყო,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვეთ კომენტარი