ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ოცნება” ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემ სახელს იყენებს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაკვირვებულია “ქართული ოცნების” მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით. პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი პარტია მისი ნებართვისა და თანხმობის გარეშე მის სახელს იყენებს შეწყალებასთან დაკავშირებით.

“გაკვირვებული ვარ, მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არა ერთხელ, ორჯერ. რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემ სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტული შეწყალების თემას. 

ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას მითუმეტეს ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად. იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი უკვე საქმით დავამტკიცე. მინდა ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, იქნება ეს “ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან”.

დატოვეთ კომენტარი