მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი” – ნიკა გვარამია ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გიორგი რურუაზე და  მისი შეწყალებისთვის წაყენებულ პირობებს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ეხმაურება. ნიკა გვარამია წერს:

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საჯარო გამოსვლაში გიორგი რურუას წარსული და მისი მორალური სახის განხილვა არის სამარცხვინო და უკიდურესად ამორალური. 

მით უმეტეს, მისივე წარსულს და მორალურ სახეს თუ გავითვალისწინებთ.
ps აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ეს განცხადება პრეზიდენტის კი არა, ტყვეებით მოვაჭრის ტექსტი იყო” წერს ნიკა გვარამია.

დატოვეთ კომენტარი