ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“იდეას არ ვუღალატებ, ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს წირავს” – ნიკა მელიას ზარი ციხიდან

ნიკა მელია თავისუფლებით არ ვაჭრობს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს – გირაოს გადახდის სანაცვლოდ თავისუფლება მიუღებელია და ციხეში რჩება. შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებისა და “ნაციონალურ მოძრაობაში” გამართული შიდა კონსულტაციების შემდეგ, პარტიის თვმჯდომარესთან საკანში მისი თანამოაზრეები იმყოფებოდნენ. 

ირკვევა, რომ არგუმენტები და ვერსიები იყო სხვადასხვა, მაგრამ ლიდერის გადაწყვეტილება უცვლელია. მისი პოზიციის შეცვლა ვერც თანაპარტიელებმა და ვერც სახალხო დამცველმა ვერ შეძლეს. დღის ბოლოს კი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე “მთავარ არხს” დაუკავშირდა. 

“იდეას მე არ ვუღალატებ, ამ იდეისთვის ხალხი სიცოცხლეს წირავს” – ამბობს ნიკა მელია. 

დატოვეთ კომენტარი