მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„სწორდი-სმენაზე“ იყო ჩამორიგებული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიცია”-ნინო ბურჯანაძე

„ევროპული ტიპის საქართველოზე რომ ვლაპარაკობთ, დამოუკიდებლობაზე და ღირსებაზე, თქვენ მოგეწონათ ხელის მოწერის პროცესი? „სწორდი-სმენაზე“ რომ იყო ჩამორიგებული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ბატონი შარლ მიშელი კი იჯდა და თითქოს პატაკს იბარებდა ქართული პოლიტიკური სპექტრისგან. მაგიდა რომ მაინც გაეკეთებინათ და დაესვათ ეს ადამიანები და ისე მოესმინათ არ შეიძლებოდა? მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ, ეუთოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უამრავი თანამდებობა მქონდა, ძალიან კარგად ვიცი, პროტოკოლს რამხელა მნიშვნელობა აქვს. მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენლებივით ვიდექით, ოღონდ ეს მიშელის ბრალი კი არ არის, ჩვენ რომ არ გვაქვს საკუთარი ღირსების განცდა და მონობის განცდა გვაქვს, „ე მანდ ევროპელები არ გავაბრაზროთ“, ისიც კი არ გვაფიქრდება, რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ისე ველაპარაკოთ, ეგ არის ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვეთ კომენტარი