მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

შურისძიება 15 წლის შემდეგ – დოლიძეზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

შურისძიება 15 წლის შემდეგ – “ტვ პირველის” ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება 15 წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.  15 წლის წინ სკოლის მოსწავლე, მიშო ჩილაჩავა, სკოლის ეზოში მოკლეს და სავარაუდოდ, მკვლელობის ფიგურანტები ძმები ათანელიშვილები იყვნენ. სწორედ მოკლული არასრულწლოვნის დეიდაშვილია ათანელიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ოთარ ალავიძე. ალავიძემ შურისძიება მომხდარიდან 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა. 

ალავიძის ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო. უფლებადაცველი აცხადებს, რომ მომხდარის წინაპირობის მიუხედავად, პასუხი იმ ადამიანებმაც უნდა აგონ, ვინც ალავიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

დაზიანებები აქვს, ცხვირი აქვს გატეხილი, თაბაშირი ადევს, ზურგიც დაზიანებული აქვს. დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა იყოს არც ერთ პიროვნებაში. მიმაჩნია, რომ წინაპირობა რაც არ უნდა ყოფილიყო, ესეც უმოწყალოდ ნაცემია უკვე ორი, თუ სამი პირის მიერ, არა ერთი. მოპედი სამი, თუ ოთხი წლის წინ აქვს შეძენილი. ნამდვილად იმ დროს მუშაობდა, – აცხადებს ადვოკატი. 

ამ ეტაპზე განზრახ მკველობის მცდელობის მუხლით დაკავებული ოთარ ალავიძე დუმილის უფლებას იყენებს. მძიმე დანაშაულისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

დატოვეთ კომენტარი