მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს – სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ირწმუნება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტერორისტული ორგანიზაცია შექმნეს, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. 

გოგაშვილმა “რეაქციაში” თქვა, რომ ტერორისტული ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგებოდა. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ამჯერად უკრაინაში იმყოფებიან. 

“ტერორისტები არიან უყურადღებოდ”- ამბობს გოგაშვილი.

ეძინათ სპეცსამსახურებს, ვანო მერაბიშვილი თქვენ გყავდათ ციხეში – მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ  გოგაშვილს

​სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კი თქვა, რომ “საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი  პიჯაკებზე და სამსახურეობრივი ულლება-მოსილების გადამეტების გამო კი არა ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ ბრალდებულებუ და დაკავებულები”. 

სააკაშილი პიჯაკების საქმეზე კი არ უნდა იყოს ბრალდებული, არამედ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაზე”- თქვა მან. 

გოგაშვილის თქმით, ამ ტერორისტული ორგანიოზაციის შექმის საქმეზე გამოძიება დასრულებულია. 

დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი”- განაცხადა სოსო გოგაშვილმა  “რეაქციაში”. 

დატოვეთ კომენტარი