მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„მარიხუანის პლანტაციის მონა… ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია” – ჩარკვიანი იაგო ხვიჩიაზე

„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი იაგო ხვიჩიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ შევა თუ არა ყველა ოპოზიციონერი პარლამენტში, ამ თემაზე ალექსანდრე რაქვიაშვილთან სანაძლეო აქვს დადებული.

ჩარკვიანი ურჩევს “გირჩის” ლიდერებს, შემდეგში „თავში წკიპურტების წამორტყმაზე”  დადონ სანძლეო.

„ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ “ესენი ” ყველანი პარლამენტში” შევლენ თუ არაო , “ესენი” ანუ ნაც მოძრაობა , მე -კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები,ევროპული, ელენე ხოშტარია.

“ხინკალზე დავნიძლავდითო” თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ( გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, 19 აპრილს მხარებმა შარლ მიშელის შემოთავზებულ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს და პოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა.

დატოვეთ კომენტარი