ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ხელისუფალნო,ფეხით გაგივლიათ საერთოდ?-ნატო დუმბაძე

„ხელისუფალნო,ფეხით გაგივლიათ საერთოდ? ან ტრანსპორტით გიმგზავრიათ? ან ხალხთან გქონიათ რამე შეხება რომ მათი პრობლემები მოგესმინათ? იცით რა ხდება საერთოდ ქვეყანაში? იცით რომ ადამიანებს კოვიდის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებთ?იცით საერთოდ რა ღირს წამლები? იცით რომ უამრავი ხალხი სიცივეში იჯდა მთელი ზამთარი ისე გააძვირეთ კომუნალურები რომ ჩართვა ვერ გაბედეს? იცით ექთნებს რა ხელფასი აქვთ? იცით რომ ხალხი საჭმელს ვეღარ ყოდულობს?

როდემდე ?

როდემდე უნდა ვუსმინოთ იმ თქვენს ემისრებს რომლებიც გამოდიან და სიკვდილის ტირაჟირებით აშინებენ ხალხს? როდემდე უნდა ვუყუროთ ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლას ?

რას აკეთებთ ამისთვის? ვერ გხედავთ! ვერც საქმეს ვხედავთ თქვენს გაკეთებულს და ნუ გადააყოლეთ ქვეყანა ოპოზიციას , სკამებს და კაბინეტებს ! ექვსი თვეა ძიძგილაობას გვაყურებინებთ!

რადგან აგირჩიეთ გამოდით ხალხთან , ყური დაუგდეთ, გაიზიარეთ და იმუშავეთ ხალხისთვის, მხოლოდ ხალხისთვის!თქვენ ხალხს უნდა ემსახუროთ და მათ კეთილდღეობას მავანნო ამიტომ აგირჩიეთ!

ფასები კატასტოფულად მომატებული ,ბანკები და სააფთიაქო ბიზნესი ჰყვავის მხოლოდ, იმ დღეს შევესწარი ნახევარი პურის ყიდვა უნდოდა ქალს და ისევ ხალხი თუ დაემხმარება ასეთ დღეში მყოფებს! ეს არ გესმით თქვენ არა ? აფთიაქში ერთ აბს ყიდულობს ხალხი, იმის გამო რომ ის ღამე მშვიდად იძინონ!ასეთი რამ იმ შავბნელ 90 იანებშიც კი არ ყოფილა!

მშვენივრად ხართ ,ძალიანაც არხეინად სხედხართ და ეს სხვისი ჭირი არ გესმით! საკვები და წამლები სჭირდება ხალხს , სამსახურს აღარავინ გთხოვთ, პენსიონერმა რა ქნას რა?

როდემდე? გამოფხიზლდით!“

წერს,პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი